პროექტირება და მონტაჟი

შეკუმშული ჰაერის სისტემის პროექტირება საკმაოდ რთული პროცესია. შეგვიძლია მეცნიერებაც ვუწოდოთ. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სისტემის კომპონენტებს შერჩევისას და დაგემარებისას უამრავი ძვირადღირებული შეცდომის დაშვებაა შესაძლებელი. ამ ტიპის შეცდომებმა გავლენა შეიძლება იქონიონს როგორც სისტემის გამართულ მუშაობაზე, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე და დანადგარების ექსპლუატაციის ვადაზე.

ამიტომ აუცილებელია, რომ სისტემა დაპროექტდეს და დაინსტალირდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკა.

 

         ჩვენი ინჟინრები უსასყიდლოდ გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას სისტემის პროექტირებასთან დაკავშირებით. რაც მოიცავს შემდეგს:

  • კომპრესორის ტიპის და სიმძლავრის შერჩევა
  • ჰაერის დამუშავების და ფილტრაციისთვის საჭირო კომპონენტების შერჩევა.
  • ლოკალური და მაგისტრალური გაყვანილობის კვეთის, მასალის ტიპის, და სხვა კომპონენტების შერჩევა.
  • ინფრასტრუქტურის შეფასება და დირექტივების გაცემა ინსტალაციის მიზნებისთვის.
  • საინსტალაციო მასალების და მომსახურების განფასება.