როგორ დავიცვათ თავი არაკთილსინდისიერი მწარმოებლებისაგან და რეალიზატორებისგან
2018-11-17ხშირად ორი სხვადასხვა მწარმოებლის, მაგრამ მსგავსი მონაცემების კომპრესორი, რადიკალურად განსხვავდება ფასით ერთმანეთისაგან. მაგალითად ერთი მწარმოებელი შეიძლება გთავაზობდეთ 4000 ლარად ხოლო მეორე 2500 ლარად.
როგორც წესი ასეთი დიდი სხვაობის მიზეზი რეალიზატორის მაღალი ფასნამატი არ არის. მიზეზი უნდა ვეძიოთ შემდეგში:
- არ ენდოთ მონაცემებს ბრმად. საზომი ხელსაწყოების საშუალებით გადაამოწმეთ ავზის რეალური მოცულობა. ხშირად ავზის რეალური მოცულობა შეიძლება განსხვავდებოდეს გაცხადებულისაგან 30 პროცენტითაც კი.
- ასევე არ ენდოთ ბრმად კომპრესორის წარმადობას, რომელიც მითითებულია ტექნიკურ მონაცემებში. ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემია და ყველა ხშირად სიყალბეს, ამ შემთხვევაში წააწყდებით. არ გააგიკვირდეთ თუ რეალური წარმადობა 15 პროცენტით ნაკლები აღმოჩნდება გაცხადებულზე, ისეთი კომპრესორის შემთხვევაშიც კი, რომელიც მაგალითად იტალიაშია წარმოებული.
- დააკვირდით ხარისხს. რათმაუნდა ხარისხის ყველზე კარგი ინდიკატორი არის დრო, თუმცა უხარისხო პროდუქციისაგან თავის დაცვა მაინც შესაძლებელია. ეცადეთ შეიძინოთ გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე მწარმოებლის კომპრესორი, ეს არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ კომპრესორი არ გამოდგება უხარისხო რაც თავის მხრივ მათ რეპუტაციას დააზიანებს. ასევე ვიზუალურად შეაფასეთ ნაკეთობის ხარისხი. მწარმოებელი, რომელიც არ ზრუნავს ხარისხის ვიზუალურ ინდიკატორებზე, დარწმუნებული იყავით, რომ უხილავ კომპონენტებზე სახსრებს არ დახარჯავს.
გახსოვდეთ რომ ხარისხიანი კომპრესორი გარდა იმისა, რომ უფრო მედეგია ცვეთისადმი და სხვადასხვა დაზიანებებისადმი, ასევე მარტივად ექმევდებარება აღდგენა - შეკეთებას, ხოლო უხარისხო კომპრესორი პირველივე დაზიანების შემთხვევაში დიდი ალაბათობით აღარ ექვემდებარება სრულფასოვან აღდგენას.