ПОЛЕЗНОЕ
პირველ რიგში უნდა მნიშვნელოვანი ვიცოდეთ რომ ხრახნული კომპრესორი მნიშვნელოვნად უფრო რთული ტქნოლოგიაა ვიდრე დგუშიანი. შესაბამისად მეტ ყურადღებას და ტექნიკურ ზედამხედველობას საჭიროებს.
ამიტომ თუ არ გაქვთ საკმარისი ტექნიკური კვალიფიკაცია ან კადრი შესაბამისი კვალიფიკაციით, აუცილებლად არჩევანი შეაჩერეთ ბრენდზე რომელსაც ჰყავს ადგილობრივი ტექნიკური წარმომადგენლობა, რათქმუანდა მაღალ კვალიფიციური. ეს ძალიან ბევრ დროს და ხარჯებს დაგიზოგავთ.
როგორც ყოველთვის ბრენდის რეპუტაცია ერთერთი გარანტია ხარისხის, თუმცა ზედმეტი რეპუტაცია ხშირად ასევე გარანტია გადამეტებული მარკეტინგული ხარჯების და შესაბამისად გაუმართლებლად მაღალი ფასის.
მიღებული პრაქტიკაა, როდესაც დილერმა შეიძლება შემოგთავაზოთ დიდი ფასდაკლება, მაგრამ ყოველთვის ელოდეთ რომ შემდგომში, სახარჯ მასალებში, სათადარიგო ნაწილებში და სერვისში ერთიორად აანაზღაურებენ. ამიტომ კომპრესორის შეძენამდე მოიკითხეთ, როგორც სახარჯი მასალების ასევე გარკვეული სათადარიგო ნაწილების ფასები.
არსებობს არაკრიოგენული აზოტის გენერაციის ორი მეთოდი. ესენია:
- PSA - ანუ წნევის ვარდნით შთანთქმის ტექნოლოგია
- მემბრანული
ეს ორი მეთოდი განსხვავდებიან ერთმანეთისგან რიგი თავისეურებებით
მაგალითან მემბრანული გენერატორი უფრო ჩუმია და ნაკლებ ადგილს იკავებს.
Remeza-ს წითელი სერია აღჭურვილია ცნობილი იტალიური ბრენდის FIAC-ის ალუმინის ბლოკებით. ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთის ბაზრისთვის FIAC-ის კომპრესორებს აწარმოებს REMEZA-ს ქარხანა.
ხოლო ლურჯი სერია აღჭურვილია ფრანგული კომპანია LACME-ს თუჯის ბლოკებით.
არსებობს სხვადასხვა საშრობები შეკუმშული ჰაერისთვის თუმცა ყველა მათგანის დანიშნულებაა შეკუმშული ჰაერის გამოშრობა ტენისაგან და კონდესატისგან. როგორც ვიცით ჰაერის ყოველთვის შეიცავს გარკვეული რაოდენობის წყალს აირად მდგომარეობაში. კუმშვის შედეგად მისი გარკვეული რაოდენობა გარდაიქმენება კონდესატად ანუ წყლის წვეთებად ხოლო დანარჩენი კვლავ აირად მდგომარეობაში აგრძელებს გზას, ანუ ტენად. ტენიც და კონდესატიც ხშირ შეთხვევაში უარყოფით გავლენას ახდენს შეკუმშულ ჰაერზე მომუშავე დანადგარებზე. კერძოდ იწვევს მექანიკური დეტალების კოროზიას და დაჩქარებულ ცვეთას.
ტენი და კონდესატი ასევე კრიტიკულია როდესაც შეკუმშული ჰაერიპირდაპირ შემებლობაშია საბოლოო პროდუქტთან ან სახარჟ მასალებთან, მაგალითად საღებავთან.
5000
გათბობაზე , რომ ამუშაოთ მზის კოლექტორი ეფექტურია იმ შემთხვევაში, როცა გაქვთ წყლის დიდი ხარჯი, მაგ. აუზი. წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩევთ გამოიყენოთ კოლექტორი (მზის წყალგამაცხელებლები) მხოლოდ ცხელი წყლის მისაღებად. რადგან მცირე წარმადობისას თვითღირებულების დანაზოგის ამოგებას დიდი დრო სჭირდება ... მზის წყალგამაცხელებლები (კოლექტორი) გვაქვს 140 ლიტრიდან 340 ლიტრამდე (მხოლოდ ცხელი წყლის მისაღებად). მზის წყალგამაცხელებლის ფასები(კოლექტორი): 780 ლარიდან 2400 ლარამდე.