ვამსხვრევთ მითებს კომპრესორების შესახებ !

2018-09-04

მითი N1 - დიდი ავზი = დიდი კომპრესორი

 

 

ხშირად მომხმარებელი კომპრესორის სიმძლავრეს განსაზღვრავს ავზის ზომიდან გამომდინარე. ასევე ხშირად ამ ფაქტორს ბოროტად იყენებენ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები/რეალიზატორები და მომხმარებელს სთავაზობენ დაბალი სიმძლავრის კომპრესორს შეუფერებლად დიდი ავზით. რათქმაუნდა შეღავათიან ფასად.

 

სინამდვილეში კომპრესორის სიმძლავრე განისაზღვრება მისი წარმადობით რომელიც გამოისახება ლიტრი/წუთში ერთულებით ან მისი ექვივალენტურით, ხოლო ავზი არანაირ გავლენას არ ახდენს მასზე. ძირითადან 98% შემთხვევებში არც წარმადობის დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ ავზის ზომა. რადგან მათემატიკური გათვლებით ავზში არსებული ჰაერი ყველაზე კარგ შეთხვევაში 1-3 წუთი თუ დაგეხარებათ დეფიციტის შევსებაში.

 

 

ავზის მთავარი დანიშნულება გახლავთ შემდეგი:

  • უზრუნველყოს ჰაერის სტაბილური ნაკადი პულსაციის გარეშე
  • შეამციროს ძრავის ჩართვის და გამორთვის რაოდენობა დროის გარკვეულ მონაკვეთში.

 

არსებობს მათეატიკური გაანგარიშების მეთოდი თუ რა ზომის ავზია ოპტიმალური მოცემული წარადობის კომპრესორისთვის. მაგალითად კომპრესორისთვის რომლის წარმადობაა 300 ლიტრი/წუთში, ოპტიმალურია 100 ლიტრიანი ავზი. ასეთი კომპრესორისთვის ასევე დასაშვებია, როგორც 50 ლიტრიანი ასევე 200 ლიტრიანი ავზი, თუმცა მაგალითისთვის 300 ლიტრიანი ავზი უკვე ყოვლად გაუართლებელია გარდა ძალზედ იშვიათი და სპეციფიური შემთხვევებისა. 

 

 

მითი N2 - კარგი და ხარისხიანი დგუშებიანი კომპრესორი უძლებს უწყვეტი მუშაობის რეჟიმს.

 

 

არამც და არამც !!!! რათქმა უნდა ხარისხი მნიშვნელოვანია. თუმცა არცერთი დგუშიანი კომპრესორი არ არის გათვლილი უწყვეტ მუშაობაზე ხანგრძლივად. კომპრესორი აღწევს ძალიან მაღალ ტემპერატურას მუშაობის პროცესში, ხოლო დგუშებიანი კომპრესორის გაგრილების ერთადერთი საშუალება არის მისი საფეხუროვანი ბორბალი, იგივე შკივი, რომელიც ჰაერის ნაკადს მიმართავს მისკენ. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ეფექტური გაგრილების საშუალებას რის გამოც აუცილებელია, რომ მაქსიმუმ 20 წუთიანი მუშაობის შემდეგ კომპრესორმა შეწყვიტოს მუშაობა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში დაისვენოს გაგრილების მიზნით.

 

ალბათ ხშირად გსმენიათ კომპრესორის მომხმარებლებისგან, რომ ექსპლუატაციის ზემოხსენებულ წესს არ იცავენ და კომპრესორი მაინც მუშაობს "ვირივით". ეს არ შეესაბამება სიმართლეს რადგან ასეთ დროს არ ითვალისწინებენ შემდეგს:

  • ხარისხიანი და საიმედო კომპრესორი სწორი ექსპლუატაციის პირობებში უნდა გემსახურებოდეთ წლების განმავლობაში. 5,8,10 ან მეტი წლის განმავლობაში და არ უნდა გიწევდეთ მისი ჩანაცვლება ახლით ყოველ 1-2 წელიწადში.
  • კომპრესორის "ვირივით" მუშაობა არ გამოიხატება მხოლოდ მისი დგუშების მოძრაობაში და ჰაერის მოწოდებაში. მნიშვნელოვანია რომ მიუხედავად იმისა თუ რამდენი ხანია იყენებთ კომპრესორს, იგი გაწვდიდეთ იმდენივე ჰაერს რამდენსაც გაწვდიდათ თავის დროზე.
  • იმ შემთხვევაშიც კი თუ კომპრესორი დროთა განმავლობაში ვეღარ გაწვდით საჭირო რაოდენობის ჰაერს, იგი უნდა ექვემდებარებოდეს რემონტს და შესაძლებელი იყოს მისი პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა.

 

 

მითი N3 - თუ შეკუმშულ ჰაერს მოყვება ზეთი და კონდესატი, კომპრესორი საჭიროებს შეკეთებას.

 

ზეთი და კონდესატი კომპრესორიდან მომავალ შეკუმშულ ჰაერს ყოველთვის მოყვება და ეს ნორმალურია. კონდესატის რაოდენობა საერთოდ არ არის დამოკიდებული კომპრესორის ხარისხზე ან გამართულობაზე. რასაც ვერ ვიტყვით ზეთზე. დროთა განმავლობაში კომპრესორის ცვეთის შედეგად ზეთის შემადგენლობა შეკუმშულ ჰაერში იზრდება. როგორც წესი მისი ნარმის ფარგლებში დაბრუნება არ არის დაკავშირებული ძვირადღირებულ სარემონტო საუშაოებთან.