"> "> "> ">
როგორ შევარჩიოთ ხრახნული კომპრესორის ბრენდი

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ხრახნული კომპრესორი მნიშვნელოვნად უფრო რთული ტქნოლოგიაა ვიდრე დგუშიანი. შესაბამისად მეტ ყურადღებას და ტექნიკურ ზედამხედველობას საჭიროებს.

 

ამიტომ თუ არ გაქვთ საკმარისი ტექნიკური კვალიფიკაცია ან კადრი შესაბამისი კვალიფიკაციით, აუცილებლად არჩევანი შეაჩერეთ ბრენდზე რომელსაც ჰყავს ადგილობრივი ტექნიკური წარმომადგენლობა, რათქმუანდა მაღალ კვალიფიციური. ეს ძალიან ბევრ დროს და ხარჯებს დაგიზოგავთ.

 

როგორც ყოველთვის ბრენდის რეპუტაცია ერთერთი გარანტია ხარისხის, თუმცა ზედმეტი რეპუტაცია ხშირად ასევე გარანტია გადამეტებული მარკეტინგული ხარჯების და შესაბამისად გაუმართლებლად მაღალი ფასის.

 

დამალული ხარჯები

 

მიღებული პრაქტიკაა, როდესაც დილერმა შეიძლება შემოგთავაზოთ დიდი ფასდაკლება, მაგრამ ყოველთვის ელოდეთ რომ შემდგომში, სახარჯ მასალებში, სათადარიგო ნაწილებში და სერვისში ერთიორად აანაზღაურებენ. ამიტომ კომპრესორის შეძენამდე მოიკითხეთ, როგორც სახარჯი მასალების ასევე გარკვეული სათადარიგო ნაწილების ფასები.

 

 

აზოტის გენერატორი. PSA თუ მემბრანული?

არსებობს არაკრიოგენული აზოტის გენერაციის ორი მეთოდი. ესენია:

  • PSA - ანუ წნევის ვარდნით შთანთქმის ტექნოლოგია
  • მემბრანული

ეს ორი მეთოდი განსხვავდებიან ერთმანეთისგან რიგი თავისეურებებით

 

მაგალითან მემბრანული გენერატორი უფრო ჩუმია და ნაკლებ ადგილს იკავებს. მეორეს მხრივ მაღალი სიწმინდეების მიღწევა PSA ტექნოლოგიის უპირტესობაა.

 

ასევე თუ არ ჩავთვლით იმას რომ PSA გენერატორებში გაცილებით მეტი მოძრავი და შესაბამისად ცვეთადი დეტალებია, მაინც შედარებით საიმედოდ ითვლება მუშაობაში.

 

ჩვენს მიერ წარმოდგენილი იტალიური NOXERIOR-ის გენერატორებში გამოიყენებად მხოლოდ ექსკლუზიურად უმაღლესი ხარისხის CMS(ნახშირბადის მოლეკულური ბადე) და შესაბამისად მათი გამოცვლა არ არის გათვალისწინებული გენერატორის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში რაც შეადგენს დაახლოებით 20 წელს.

რა განსხვავებაა Remeza-ს წითელ და ლურჯ კომპრესორებს შორის?

Remeza-ს წითელი სერია აღჭურვილია ცნობილი იტალიური ბრენდის FIAC-ის ალუმინის ბლოკებით. ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთის ბაზრისთვის FIAC-ის კომპრესორებს აწარმოებს REMEZA-ს ქარხანა.

ხოლო ლურჯი სერია აღჭურვილია ფრანგული კომპანია LACME-ს თუჯის ბლოკებით.

რა არის ჰაერის საშრობი და რა საჭიროა?

არსებობს სხვადასხვა საშრობები შეკუმშული ჰაერისთვის თუმცა ყველა მათგანის დანიშნულებაა შეკუმშული ჰაერის გამოშრობა ტენისაგან და კონდესატისგან.

 

როგორც ვიცით ჰაერის ყოველთვის შეიცავს გარკვეული რაოდენობის წყალს აირად მდგომარეობაში. კუმშვის შედეგად მისი გარკვეული რაოდენობა გარდაიქმენება კონდესატად ანუ წყლის წვეთებად ხოლო დანარჩენი კვლავ აირად მდგომარეობაში აგრძელებს გზას, ანუ ტენად. ტენიც და კონდესატიც ხშირ შეთხვევაში უარყოფით გავლენას ახდენს შეკუმშულ ჰაერზე მომუშავე დანადგარებზე. კერძოდ იწვევს მექანიკური დეტალების კოროზიას და დაჩქარებულ ცვეთას. 

ტენი და კონდესატი ასევე კრიტიკულია როდესაც შეკუმშული ჰაერიპირდაპირ შემებლობაშია საბოლოო პროდუქტთან ან სახარჯ მასალებთან, მაგალითად საღებავთან.

როგორ შევარჩიო კომპრესორი?

ჩვენ სრულიად უფასოდ და უანგაროდ დაგეხარებით თქვენი საქმიანობისთვის სწორი კომპრესორის შერჩევაში, თუმცა არსებობს ძირითადი პრინციპები რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ ასეთ დროს.

 

  • ნუ მიანიჭებთ დიდ მნშვნელობას ავზის მოცულობას. რათქმაუნდა ავზის მოცულობა საყურადსაღებოა თუმცა მეორე ხარისხოვანი. მთავარი რითიც უნდა იხელძღვანელოთ ეს არის კომპრესორის წარმადობა რომელიც გამოისახება ლიტრი/წუთებში (ან სხვა ექვივალენტურ ერთეულში). არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები და რეალიზატორები ხშირად სთავაზობენ მომხარებელს კომპრესორს რომელსაც დიდი ავზი აქვს მაგრამ პატარა წარმადობის აგრეგატი. თუ აგრეგატის წარმადობა არ შეესაბამება თქვენს მოთხოვნილებას, გახსოვდეთ რომ საჭიროზე დიდი ავზი უაზრო ხარჯია და არავითარ შეღავათს არ მოგცემთ.
რა არის ხრახნული კომპრესორი?

ხრახნული კომპრესორი ეს არის კომპრესორი რომელიც ჰაერს წნეხავს ძირითად შემთხვევები ორი ხრახნის წყვილად ბრუნვის მეშვეობით.

ხრანხნული კომპრესორები გამოიყენება ძირითადად ინდუსტრიულ სფეროში, სადაც ჰაერის უწყვეტი და მუდმივი მოწოდებაა საჭირო შედარებით დიდი მოცულობებით.

 

მისი უპირატესობებია: 

  • უწყვეტი მუშაობის შესაძლებლობა (24/7)
  • მუშაობის მაღალი რესურსი
  • მაღალი წარმადობა
  • ავტონომიურობა
  • დაბალი ხმა
  • მცირე ზომა

 

რა იგულისხმება ჰაერის დამუშავების სისტემებში?

 

ჰაერის დამუშავების სისტემები სხვაგვარად შეგვიძლია მოვიხსნოთ ჰაერის გაწმენდვის სისტემებად. რათქმაუნდა საუბარია შეკუმშულ ჰაერზე. იგი შეიცავს ჰაერის ფილტრაციისთვის და გაშრობისთვის საჭირო პროდუქციის ძალზედ ფართო სპექტრს.

 

შეკუმშული ჰაერი რომელიც მოემართება ჰაერის კომპრესორიდან შეიცავს ჭუჭყის ნაწილეკაბეს რომელსაც თავის მხრივ შეიცავს ატმოსფერული ჰაერი რასაც ემატება კომრესორის მექანიკური ნაწილების ცვეთის და კოროზიის შედეგად წარმოშობილი ნაწილაკები. ეს ნაწილაკები შეკუმშულ ჰაერთან ერთად მიემართება საბოლოო მოხმარების წერტილისკენ რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც შეკუმშულ ჰაერზე მომუშავე დანადგრის დაზიანება ასევე ამ დანადგარის მიერ წარმოებული პროდუქტის დაბინძურება. 

 

ასევე ძალზედ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს კონდესატი ანუ წყლის წვეთები რომელიც წარმოიშობა ჰაერის შეკუმშვის შედეგად სისტემში, რაც ასევე იწვევს ზემოთხსენებულ პრობლემებს.

 

ამ პრობლემებისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია სწორად შეირჩეს ჰაერის დამუშავების სისტემის კომპონენტები ინდივიდუალურად ყოველი შემთხვევისათვის.